ზაზა ვაშაყმაძე NDI-ის წარმომადგენელს შეხვდა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე, ზაზა ვაშაყმაძე აშშ-ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის გენდერულ და ინკლუზიის საკითხთა ანალიტიკოსს, ელიონორ ბენუას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმარი დაინტერესდა რელიგიის სააგენტოს ფუნქციებით და როლით რელიგიათაშორისი ურთიერთობებისა და დიალოგის ფორმატში და ამ კუთხით სახელმწიფოს მიერ გატარებული რეფორმებით, მათ შორის, დაფინანსების, საკულტო ნაგებობების გადაცემის თვალსაზრისით. ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს გააცნო რელიგიის სააგენტოს საქმიანობა და მისი მთავარი პრიორიტეტები. კერძოდ, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკასა და რელიგიის სააგენტოს მიერ განხორციელებულ პროექტებზე. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რელიგიის სააგენტო ნაყოფიერად თანამშრომლობს მსოფლიოს 40 ქვეყნის კოლეგა ორგანიზაციასთან, ხოლო დღიდან დაარსებისა, არის რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ალიანსის (IRFA) წევრი.

„ელიონორ ბენუა დაინტერესდა რელიგიების პოზიციით საქართველოში ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ინიციატივების მიმართ და აგრეთვე, წინასააარჩევნო პერიოდში, რელიგიურ კონტექსტში, სიძულვილის ენის შესაძლო გამოყენების ალბათობით. სააგენტოს თავმჯდომარემ მას მკაფიოდ განუმარტა, რომ საქართველო სეკულარული სახელმწიფოა, რომელშიც მკვეთრადაა გამიჯნული საზღვარი სახელმწიფოსა და რელიგიას შორის. შესაბამისად, ამგვარი ინციდენტები მოსალოდნელი არაა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ღირებული აღმოჩნდა ქართულ-ებრაული 26 საუკუნოვანი კეთილმეზობლური თანაცხოვრების ფაქტი. ასევე, ქართული ისლამის ფენომენი, რომელიც სუნიტებისა და შიიტების მშვიდობიან თანაარსებობას გულისხმობს.

დასასრულს, ზაზა ვაშაყმაძემ სტუმარს რელიგიის სააგენტოს გამოცემები - „საქართველოში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2023 წლის მდგომარეობით", „თბილისში მოქმედი საკულტო ნაგებობები 2020 წლის მდგომარეობით", „ოკუპირებული მემკვიდრეობა" და ინტერრელიგიური კონფერენციის მასალები გადასცა.

შეხვედრაზე სტუმარმა გამოთქვა რელიგიის სააგენტოსთან სამომავლო ურთიერთობების სურვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს