კახა კალაძე - ჩემთან დაკავშირებით ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს, ყველაფერი საჯაროა - ცდილობთ, ჩემი წარსული ცხოვრება გადახაზოთ, მაგრამ არ გამოგივათ, წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა

ჩემს დეკლარაციაში ყველაფერია ნაჩვენები, ვერაფერს ნახავთ კანონსაწინააღმდეგოს, - ასე უპასუხა თბილისის მერმა „კალაკაპიტალთან” დაკავშირებით დასმულ კითხვას.

მისივე განმარტებით, „კალა კაპიტალი“ სხვადასხვა საქმიანობით, მათ შორის, უძრავი და მოძრავო ქონების მართვითაა დაკავებული.

„რამდენიმე დღის წინ ავრცელებდით ცრუ ინფორმაციას, რომ მე ჩემი რვა მილიონი ჩემი პირადი თანხა სპორტიდან მოყოლებული, გავაქრე. ვითომ სიმართლის გამშუქებელი ტელევიზიები ცდილობთ, რომ ჩემი წარსული ცხოვრება გადახაზოთ, მაგრამ არ გამოგივათ. წლების განმავლობაში სპორტიდან მილიონობით შემოსავალი მქონდა. თუ ნახავთ ჩემს დეკლარაციას ორი წლის წინ შევსებულს, იქვე ჩანდა, რომ შვეიცარიის ანგარიში იყო დახურული. გასულ წელს ჩანდა, რომ იტალიის ანგარიში იყო დახურული. დღეს გაგახსენდათ, რომ თითქოს თანხები გამოვიტანე გუშინ და გავურბივარ სანქციებს. რაც შეეხება „კალა კაპიტალს“ სხვადასხვა საქმიანობითაა დაკავებული, როგორც უძრავი, ისე მოძრავი ქონების მართვით“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, მის ფინანსებთან დაკავშირებით, ნებისმიერი ინფორმაცია არის საჯარო და დეკლარაციაში სრულადაა წარმოდგენილი. „რაც შეეხება ჩემს თანხებს, ყველაფერი საჯაროა. ვერაფერს ნახავთ ჩემთან დაკავშირებით, რომ კანონსაწინააღმდეგო გამეკეთებინოს. დეკლარაციაშია ყველაფერი ნაჩვენები. 2012 წლიდან პოლიტიკაში ვარ, არ ვიცი ვინ როგორ ავსებს, მაგრამ შემიძლია დავიტრაბახო, რომ ვარ ერთ-ერთი პოლიტიკოსი, ვისაც სრულად, სწორად აქვს შევსებული დეკლარაცია. ის, რომ ჩემი თანხები გაინტერესებთ დაელოდეთ იანვარს და ყველაფერი იქნება ასახული“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს