,,ქართული ოცნების“  საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები თერჯოლის მუნიციპალიტეტში გრძელდება

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, სიქთარვისა და ახალთერჯოლის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრაზე შეაჯამეს სოფლებში განხორციელებული პროექტები. ასევე ისაუბრეს მშვიდობიანი განვითარების იმ გზაზე, რომელსაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში გადის.

„მოსახლეობასთან ეფექტური კომუნიკაცია მაძლევს საშუალებას განვსაზღვრო გონივრული ტაქტიკა პრობლემების კომპლექსური გადაწყვეტისთვის. არ დავიღლები მადლიერების გამოხატვით თითოეული ადამიანის მიმართ, ვინც გამონახა დრო და მოვიდა ჩემთან შეხვედრაზე. მოსახლეობასთან კომუნიკაცია კვლავ გაგრძელდება და ჩვენ ერთად განვაგრძობთ ჩვენი რეგიონის განვითარებას“, - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს