მარნეულის მუნიციპალიტეტში სროლის ფაქტზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, ესროლეს ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლს, რომელიც ბიზნესმენს ეკუთვნოდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

სროლის ფაქტი 4 აგვისტოს მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას, ასევე, ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!