დავით კოდუა - ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი, დავით კოდუა დღეს ჩხორიაში, ტყაიასა და რიყეში მოქალაქეებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც დავით კოდუა აღნიშნავს, ამ სოფლებში, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა.

„მოქალაქეებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ.

ამჯერად, ჩხორიაში, ტყაიასა და რიყეში ვიმყოფებოდით. ამ სოფლებში ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელეთ", - აცხადებს დავით კოდუა.

როგორც მმართველი გუნდის დელეგატობის კანდიდატმა საარჩევნო კამპანიის შეფასებისას განაცხადა, „ქართულ ოცნებას" ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია აქვს.

„ძალიან მშვიდი, საქმიანი და კონკრეტული გეგმებით გაჯერებული საარჩევნო კამპანია გვაქვს. არცერთ პარტიას, გარდა „ქართული ოცნებისა", დელეგატი არ წარუდგენია ზუგდიდში, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მათი ზუგდიდისადმი მიდგომებს - ამ ქალაქის უპატივცემლობას. მხოლოდ ჩვენ ვთავაზობთ მოქალაქეებს ჰყავდეთ მათი მუნიციპალიტეტის ხმა პარლამენტში. რეალური ძალა, ვისაც ამ მუნიციპალიტეტსა და ქვეყანაში საქმის კეთება შეუძლია, არის მხოლოდ „ქართული ოცნება".

ჩემი პარლამენტში ყოფნით თითოეული ზუგდიდელი იქნება პარლამენტის წევრი, მე გავახმოვანებ თითოეული მათგანის სათქმელს, მათ საჭიროებებს და ერთად ვიმუშავებთ გადაჭრის გზებზე“, - აღნიშნავს კოდუა.

დელეგატობის კანდიდატთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ „ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის კანდიდატი გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს