ლევან დავითაშვილი წინანდლის მამულში მიმდინარე "Grand Jury Du Vin"-ის ღვინის სიმპოზიუმის გახსნას დაესწრო

საქართველოში იმართება მსოფლიოში ალბათ ყველაზე უფრო ელიტარული და პრესტიჟული ღვინის დეგუსტაცია „Grand Jury Du Vin" ეგიდით. აქ ჩვენ შანსი გვაქვს, რომ ქართული ღვინოები მსოფლიოს წამყვან ღვინოებთან ერთად გაისინჯოს და შეფასდეს მაღალპროფესიონალი, ყველაზე კომპეტენტური ექსპერტების მიერ", - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა წინანდლის მამულში ღვინის სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ წელს სიმპოზიუმზე ბურგუნდიულ ღვინოსთან ერთად შეფასებული იქნება ქართული, კერძოდ, საფერავი და ქვევრის ღვინოები.

ლევან დავითაშვილის თქმით, მიმდინარე ღვინის სიმპოზიუმი ის კარგი შესაძლებლობა და პლატფორმაა, რომელიც ქართული ღვინის საერთაშორისო ცნობადობას, ღვინის კულტურის პოპულარიზაციას უწყობს ხელს და ამასთან, მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია ღვინის ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით.

„საქართველოში ხდება ერთის მხრივ, მსოფლიოში ალბათ ყველაზე ძვირფასი და პრესტიჟული ბურგუნდიული ღვინოების, მეორეს მხრივ კი ჩინური ღვინოების გასინჯვა, მათ შორის ჟიურის შემადგენლობაში მონაწილეობენ ჩინელი ექსპერტები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია - ჩინეთის ბაზარი პრესტიჟული, მზარდი და საინტერესოა ღვინის მწარმოებელი ბევრი ქვეყნისთვის, მათ შორის ის ჩვენთვისაც ერთ-ერთი საინტერესო საექსპორტო მიმართულებაა. შესაბამისად, ამ ბაზარზე მაღალხარისხიან სეგმენტში პოზიციონირებისთვის ეს ძალიან კარგი პლატფორმაა. ვფიქრობ, ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს ფორმატი და ქართული ღვინოები ეტაპობრივად, ყოველ წელს სხვადასხვა პრესტიჟულ ღვინოებთან ერთად გაისინჯოს, რაც მათი შედარების და ქართული ღვინოების ნელ-ნელა, წლების განმავლობაში ამ ღვინოებთან ერთად საერთაშორისო ბაზარზე პოზიციონირების შესაძლებლობას მოგვცემს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შვეიცარიული ასოციაცია „Grand Jury Du Vin"-ის ღვინის სიმპოზიუმი საქართველოში უკვე მეორედ იმართება - წინანდლის მამული ყველაზე ცნობილ პროფესიონალებს მეღვინეობის სხვადასხვა რეგიონიდან, სომელიეებს, ღვინის ექსპერტებს და ამ სფეროში მომუშავე ჟურნალისტებს 4-5 ოქტომბერს მასპინძლობს.

„სიმპოზიუმში მონაწილეობს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.

აღსანიშნავია, რომ 1996 წელს შვეიცარიაში დაარსებული ასოციაცია ყველაზე პრესტიჟულ ღვინის სიმპოზიუმებს წლების განმავლობაში იტალიაში, კომოს ტბაზე მდებარე Villa d'Este-ში, მასპინძლობდა, 2023 წელს კი „სილქ როუდ ჯგუფის" ინიციატივით და „საქართველოს ბანკთან" პარტნიორობით ღონისძიება პირველად გაიმართა საქართველოში, კერძოდ, წინანდლის მამულში და ყოველწლიურ ტრადიციად იქცა.

ღვინის სიმპოზიუმი ასევე მოიცავს კულტურულ პროგრამას, რომლის ფარგლებში დამსწრე სტუმრებს ქართული ფოლკლორის გაცნობის საშუალება ექნებათ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს