გორის გუნდი ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებულია

გორის გუნდი ფეხბურთში რეგიონის პირველობის გამარჯვებულია. შეჯიბრების მეორე, მესამე და მეოთხე ადგილები ქარელმა, კასპმა და ხაშურმა გაინაწილეს.

პირველი ადგილის მფლობელი გუნდი გარდამავალი თასით და 4000 ლარით დაჯილდოვდა. მეორე, მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს 3000, 2000 და 1000 ლარი გადაეცათ.

„ფინალსა და ბრძოლას მესამე ადგილისთვის გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონმა უმასპინძლა. თამაშებს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ფეხბურთში რეგიონული პირველობა გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტებისა და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა.

„შიდა ქართლის სპორტული თამაშები 2024“ ფეხბურთის ტურნირით დასრულდა. პროექტი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით მესამე წელია იმართება. გარდა ფეხბურთისა, მიმდინარე წელს შეჯიბრებები ჩატარდა მძლეოსნობაში, კალათბურთსა და ქართულ ჭიდაობაში მუნიციპალური და რეგიონალური პირველობები. „შიდა ქართლის სპორტული თამაშების“ მიზანია სპორტის სახეობებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია”, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს