დღეს და ხვალ დედაქალაქში „თბილისობის“ ღონისძიებები გაიმართება

თბილისის მერიის ღონისძიებათა უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინუცა ბუცხრიკიძე ასახელებს ღონისძიებებს, რომლებიც “თბილისობა 2024”-ის ფარგლებში ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი.

როგორც ბუცხრიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სხვადასხვა სახის ღონისძიება იმართება როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე რიყის პარკში.

მისი თქმით, „თბილისობა 2024” ხვალ, გალა კონცერტით დაიხურება.

„ორბელიანის მოედანი ნამდვილი საშემოდგომო ზღაპარია. აქ მოსულ ადამიანებს, პირველ რიგში, შეეგებება მშრალი ხიდის მხრიდან „გარდენია შევარდნაძე” მთელი თავისი სიდიადით. ასევე დაგხვდებათ ღია კინოთეატრი და ქართული ანიმაცია, გიგანტური ქვევრისა და ფიროსმანის გოგონას ინსტალაციები, ისპანახობა, ორბელიანის ნუგბარი, „ლაღიძის წყლები“, ყველიერი - ამ ყველაფერს აერთიანებს გასტრო სივრცე. ასევე “თეისთ თბილისი”, რაც თბილისობის ტრადიციაა და ათეულობით მეწარმეს აერთიანებს და სამ ლოკაციაზე განთავსებული სცენა - ხაზინის, ათონელისა და ფურცელაძის ქუჩაზე, რომელიც იტევს დღის პირველ ნახევარში საბავშვო კონცერტებს, ხოლო დღის მეორე ნახევარში, ორივე დღის განმავლობაში, ქართველი არტისტების არაჩვეულებრივ პერფორმანსებს.

რაც შეეხება რიყის პარკს, რიყის პარკში მისულ სტუმრებს ნამდვილი გასტრონომიული დღესასწაული ელოდებათ. რიყის პარკის გასტროსივრცეში გაერთიანებული ღვინის, ტკბილეულისა და გასტრონომიული ფესტივალები. ასევე, რიყის პარკში დამატებით არის სპორტული, გასართობი და საბავშვო აქტივობები მრავალფეროვნად. არაჩვეულებრივი თემატური ინსტალაციები.

რაც შეეხება დღევანდელ საღამოს, დღევანდელ საღამოს, 20:00 საათზე გაიმართება საპატიო თბილისელის დაჯილდოების ღონისძიება, ხოლო ხვალ, თბილისობა 2024-ს საზეიმოდ დახურავს რიყის პარკში განთავსებულ გრანდიოზულ სცენაზე დაგეგმილი გალა კონცერტი”,- განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს