გიორგი კალანდარიშვილი - პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს - შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა

პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს. შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება, რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა. მეტიც, ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, - ამის შესახებ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ინფორმაციის მიმოცვლისა და სხვა საკითხების დაზუსტების მიზნით ცესკო მჭიდრო თანამშრომლობას გააგრძელებს საპარლამენტო ასამბლეასთან, თუ ნებისმიერ სხვა, ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციასთან.

ამასთან, როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, უსაფუძვლოა შეფასებები იმის თაობაზე, რომ თითქოს ცესკო მმართველი პარტიის რაიმე გავლენის ქვეშ არის.

„ამასთან დაკავშირებით არ არსებობს ერთი საფუძველი, თუ ფაქტობრივი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს იმაზე, თუ რატომ შეიძლება ასეთი ტიპის დასკვნები გაკეთდეს, არც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე,რომ იმ განცხადებაში საუბარი იყო იმაზე, რომ ეს გზავნილები და ინფორმაცია მოდის ქვეყნიდან. ცხადია, რომ ჩვენ არაერთგზის მოგვისმენია ასეთი ტიპის შეფასებები, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. ცესკო გააგრძელებს, ისე როგორც ინსტიტუცია, თავის გამჭვირვალე და საჯარო საქმიანობას, ყველანაირ მექანიზმს ქმნის იმისთვის, რომ პროცესზე ხელმისაწვდომობა და ინკლუზიურობა იყოს გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ პირადად მე და ჩემი კოლეგები შევხვდით ევროპარლამენტის წარმომადგენლებს და აღნიშნულ შეხვედრაზე რაიმე ტიპის მინიშნება, მითითება რაიმე ტიპის მიკერძოებასთან მიმართებაში არ გაჟღერებულა, უფრო მეტიც, ჩვენ მათ ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ, რა თქმა უნდა, განსაზღვრული დროის ფარგლებში.

რა თქმა უნდა, ჩვენ მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ, ეს იქნება საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები, თუ ნებისმიერი სხვა, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია, სადაც ინფორმაციის მიმოცვლის და სხვა საკითხების დაზუსტების აუცილებლობა კონსტრუქციულ ფარგლებში გვექნება. ყველა ასეთ შემთხვევაში ინსტიტუცია არის ღია და რა თქმა უნდა, მომავალშიც, იგივე ამ საკითხთან მიმართებაში ჩვენ გვექნება აღნიშნული ინსტიტუციის წარმომადგენლებთან სათანადო კომუნიკაცია იმისთვის, რომ მიმოიცვალოს ინფორმაცია რომელიც მათ მისცემს სწორი, სათანადო შეფასებების გაკეთების შესაძლებლობას“, - განაცხადა კალანდარიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის