ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს ეზიდ თემს დღესასწაულს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს ეზიდთათვის განკაცებული ღმერთის, შეიხ ადის ხსოვნის პატივსაცემად მომლოცველთა საყოველთაო შეკრების დღეები იწყება.

„6-13 ოქტომბერს ეზიდი თემი ჯამაია შიხადის ზეიმობს. 7 დღის განმავლობაში სრულდება ყოველდღიური რიტუალები, მეშვიდე დღეს კი, რიტუალური ანგელოზთა ცეკვა, რომლის დროსაც მომლოცველები, მათი რწმენით, სულიერად იწმინდებიან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!