ისრაელმა ბეირუთზე საჰაერო დარტყმები განახორციელა

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა გუშინ ღამით, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთზე მორიგი საჰაერო დარტყმები განახორციელა.

„ღამის განმავლობაში, საჰაერო ძალების მოიერიშე თვითმფრინავებმა დაზვერვის სამმართველოს ზუსტი დაზვერვის ხელმძღვანელობით განახორციელეს წერტილოვანი თავდასხმების სერია მთელ ბეირუთში რამდენიმე საბრძოლო მასალის საწყობისა და სხვა ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. თავდასხმებამდე მრავალი ნაბიჯი გადაიდგა, რათა შემცირებულიყო ზიანის მიყენების შანსი, მათ შორის წინასწარ იქნა გაფრთხილებული ტერიტორიის მოსახლეობა“, - აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი მტკიცებით, „ჰეზბოლა“ თავის იარაღსა და წარმოების ობიექტებს ბეირუთის ცენტრში, საცხოვრებელი კორპუსების ქვეშ ათავსებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს შეტევას და ზიანის მიყენებას ლიბანში, „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებისა და ინფრასტრუქტურისთვის; ძლიერ შეტევას, ზიანის მიყენებას და დეგრადაციას გაუწევს „ჰეზბოლას“ სამხედრო შესაძლებლობებს და ინფრასტრუქტურას ლიბანში“, - აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს