ქობულეთის მუნიციპალიტეტში ფაროსანას საწინააღმდეგოდ ტერიტორიები თერმული ნისლით მუშავდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრი აჭარაში მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მავნებლის მოზამთრეობის ფაზაში გადასვლამდე, თერმული ნისლით განმეორებითი წამლობა მიმდინარეობს ქობულეთის მუნიციპალიტეტის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში - ჩაისუბანში, ბობოყვათში, ხუცუბანში, დაგვაში, გვარაში, ხალასა და საჩინოში. მობილიზებულია 31 ერთეული სპეცტექნიკა.

„ტერიტორიების დამუშავების პროცესს აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო მართვის ცენტრისა და ქობულეთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გაეცნო.

თერმული ნისლით წამლობა გეგმის მიხედვით, უსაფრთხოების წესების დაცვით, ღამის საათებში, მეფუტკრე-ფერმერებთან კოორდინაციით მიმდინარეობს. ქობულეთის შვიდ ადმინისტრაციულ ერთეულში დამუშავებულია 1860 ჰა ფართობი.

ამ ეტაპზე, როდესაც აზიური ფაროსანა გამოსაზამთრებლად ემზადება და ამისთვის შენობებს ირჩევს, უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა და მექანიკური მეთოდების გამოყენება. ასევე, აღსანიშნავია, რომ აჭარაში მალე ნარინჯისფერი რთველი დაიწყება. მავნებელთან ბრძოლის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ციტრუსი გარკვეულწილად დაცულია, თუმცა, რისკების მინიმუმამდე შესამცირებლად, ფერმერებმა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ღონისძიებების პარალელურად, საკუთარი ბაღები ფაროსანას საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა დაამუშაონ.

მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო