ლევან სანიკიძე - ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას

ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას აირჩევენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლების პოლიტიკის მიუხედავად, აშშ მუდამ ქართველი ხალხის გვერდით დგას.

„ჩვენი დასავლელი პარტნიორები მუდმივად ხაზს უსვამენ იმას, რომ ისინი ქართველი ხალხის გვერდით დგანან, ეს ნამდვილად ასეა, ისინი სწორედ ჩვენი მთავარი პარტნიორები არიან არაღიარების პოლიტიკასთან, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვასთან დაკავშირებით. ნამდვილად არ იყო გასაკვირი მათი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის განცხადებასთან მიმართებით, რომელსაც კალაძე ყოვლად სამარცხვინო გადაწყვეტილებითა და განცხადებით შეუერთდა და მიესალმა. ვხედავთ, რომ ჩვენი ამერიკელი მეგობრები ქართველი ხალხის გვერდით დგანან, იმ ადამიანების, რომლებიც 26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში მხარს დაუჭერენ ცვლილებას, არ მოიხდიან ბოდიშს საკუთარ ტერიტორიული მთლიანობისთვის და ახალ პროდასავლურ კოალიციურ მთავრობას აირჩევენ“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს