ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი შვიდ ფრონტზე იბრძვის, ამ შვიდფრონტიანი ომის უკან ირანი დგას

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მისი ქვეყანა შვიდ ფრონტზე იბრძვის.

”დღეს ისრაელი შვიდ ფრონტზე იცავს თავს ცივილიზაციის მტრებისგან”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერის თქმით, მათ შორისაა ირანის მიერ მხარდაჭერილი „ჰეზბოლა“ ჩრდილოეთში, „ჰამასი“ ღაზაში, „ჰუსიტები“ იემენში, "ტერორისტები" დასავლეთ სანაპიროზე და შიიტები ერაყსა და სირიაში.

„და ჩვენ ვიბრძვით ირანის წინააღმდეგ, რომელმაც გასულ კვირას 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა გამოუშვა პირდაპირ ისრაელისკენ და რომელიც დგას ისრაელის წინააღმდეგ ამ შვიდფრონტიანი ომის უკან“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ღაზის სექტორზე საუბრისას ბენიამინ ნეთაჰიაჰუმ ხაზი გაუსვა, რომ ისრაელს აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება და რომ ის არ დაივიწყებს 101 მძევალს, რომლის სახლებში დაბრუნების ვალდებულება აქვს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება