კობა კობალაძე ზუგდიდში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღეს მორიგი შეხვედრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებთან გაიმართა.

კობა კობალაძემ ვეტერანებს სამსახურის მუშაობის 10-წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ისაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ვეტერანების მხრიდან გამოიკვეთა რამდენიმე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი საკითხი; მათ შორის, ჯანდაცვის, საცხოვრებლით უზრუნველყოფისა და ბიზნესის განვითარების მიმართულებით. კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს