„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი ვარკეთილის მესამე მასივის მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ სოციალურ და პოლიტიკურ მდგომარეობას.

„აღინიშნა, რომ მშვიდობის შენარჩუნება მმართველი გუნდის მონაპოვარია და შესაბამისად, იმისათვის, რომ გაგრძელდეს მშვიდობიან და სტაბილურ გარემოში ქვეყნის წინსვლა და განვითარება, 26 ოქტომბრის არჩევნებზე მოქალაქეებმა სწორედ „ქართულ ოცნებას“ უნდა მისცენ ხმა.

შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე ესწრებოდა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს