შს მინისტრის მოადგილე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან, იოგან მერფისთან შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობა.

„შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დელეგაციის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდში უწყების მიერ გატარებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რათა უზრუნველყოფილი იყოს არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარება.

შეხვედრაზე ალექსანდრე დარახველიძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე, რომლებიც მიზნად ისახავს თანამშრომელთა გადამზადებას, რათა პოლიციელებმა უზრუნველყონ საარჩევნო პროცესში მათზე დაკისრებული მოვალეობის ეფექტიანი შესრულება.

ალექსანდრე დარახველიძემ გამოთქვა მზაობა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროაქტიულად ითანამშრომლოს და შესაბამისი ინფორმაცია გაუზიაროს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი შესაძლო დარღვევებისა და პოლიციის მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ“,- აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს