გია ვოლსკი - რასაც ვუყურებ, რეალობასთან დაპირისპირებულ ბორელს თუ სხვას, ვერ ვიტყვი, რომ ევროპული სტანდარტის ან ფასეულობების რეკლამირებას აკეთებენ ქართულ საზოგადოებაში

ახლა, რასაც ვუყურებ, რეალობასთან დაპირისპირებულ ბორელს თუ სხვას, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ევროპული სტანდარტის, ან ფასეულობების რეკლამირებას აკეთებენ ქართულ საზოგადოებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში საქართველოს საკითხთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელის მოხსენებაზე, რომელიც 8 ოქტომბერს არის ჩანიშნული.

მისივე თქმით, ბორელი უახლოეს პერიოდში უნდა ჩაანაცვლოს ესტონეთის პრემიერმა, „რომლის მეუღლეც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საკმაოდ სერიოზულ ბიზნესს აკეთებს რუსეთში“.

„უნდა გავითვალისწინოთ, რას ამბობენ საერთაშორისო კომპეტენტური ორგანიზაციები, რა რეიტინგებს დებენ, რომელიც მეცნიერულ შესწავლაზეა დამყარებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის დარგში, ეკონომიკის, ან სხვა - მეორეა, რას საუბრობენ პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები.

ვფიქრობ, საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება შესაძლოა სხვა განწყობებს აჩენდეს. წლებია ვმუშაობთ, რომ ევროპული სტანდარტი დავამკვიდროთ ქვეყანაში, დასავლეთის სტანდარტების მიმართ ფაქიზი დამოკიდებულება გვქონდა, საზოგადოებაც აგვყვა. ახლა რასაც ვუყურებ, რეალობასთან დაპირისპირებულ ბორელს თუ სხვას, ვერ ვიტყვი, რომ ისინი ევროპულ სტანდარტის, ან ფასეულობების რეკლამირებას აკეთებენ ქართულ საზოგადოებაში. ბორელი უახლოეს პერიოდში უნდა ჩაანაცვლოს ესტონეთის პრემიერმა, რომლის მეუღლეც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საკმაოდ სერიოზულ ბიზნესს აკეთებს რუსეთში, ამას ორმაგი სტანდარტიც კი არ ჰქვია“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება