ღაზის ჯანდაცვის სამინისტრო - მეჩეთსა და სკოლაზე ისრაელის თავდასხმებს 26 ადამიანი ემსხვერპლა

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის მიერ დღეს დილით ღაზაში, მეჩეთსა და სკოლაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა.

ამასთან, ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დაშავებულია ათობით ადამიანი.

ისრაელის თავდაცვის ძალები ირწმუნება, რომ მათი სამიზნე „ჰამასის“ მებრძოლები იყვნენ, რომლებიც მართვისა და კონტროლის ცენტრებში მოქმედებდნენ.

შეგახსენებთ, თითქმის ერთი წლის წინ, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ისრაელს, რის შედეგადაც დაიღუპა დაახლოებით 1200 ადამიანი და 251 კი მძევლად აიყვანეს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორში საპასუხო ოპერაცია დაიწყო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დღემდე 41 870 პალესტინელი დაიღუპა და 97 000-ზე მეტი დაშავდა. გაერო-ს ინფორმაციით, რომელიც ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა, მხოლოდ 30 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით ღაზაში 187 ადამიანი დაიღუპა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება