მარიკა მიქიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს შორის არსებობს სრული კონსენსუსი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია

პარტია "დროას" წევრის მარიკა მიქიაშვილი განცხადებით, რომელიც ამჟამად "ალდეს" კონგრესს ესწრება, განმარტავს, რომ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს შორის, არსებობს სრული კონსენსუსი: საქართველოს ადგილი ევროპაშია.

მარიკა მიქიაშვილის თქმით, „ალდეს“ კონგრესზე პირად საუბრებში საქართველოს პარტნიორები ქართული დელეგაციის მიმართ დიდ ენთუზიაზმს ავლენენ.

ამასთან, მიქიაშვილი ხაზს უსვამს კონგრესზე მყოფი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებშიც.

„მუდამ უსვამენ ხაზს, რომ ჩვენს გვერდით დგანან, გვეკითხებიან, რით შეუძლიათ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება, რას როგორ ვაპირებთ ოპოზიცია გამარჯვების შემდეგ და ა.შ.. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მათგანი საქართველოში ჩამოდის დამკვირვებლად სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით",- აღნიშნავს მარიკა მიქიაშვილი.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდი ენთუზიაზმი და მოლოდონია, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მიმტაცებელ ხელისუფლებას წარსულს ჩააბარებს.

„70-ზე მეტი ლიბერალ-დემოკრატიული ევროპული პარტიის ალიანსმა, "ალდემ" დღეს, 6 ოქტომბერს, ლისაბონში მიმდინარე კონგრესზე საქართველოში დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

დღეს მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოებს, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ჩინოსნებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა; მოუწოდებს ევროკომისიას, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობასა და არჩევნების გაყალბებას, თავი შეიკავოს "ქართულ ოცნებასთან" მაღალი დონის შეხვედრებისგან.

მიღებული რეზოლუცია აქცენტს აკეთებს ასევე პოლიტიკური დევნისა და დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებაზე. 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობისგან "ალდეს" რეზოლუცია მოელის უსწრაფეს რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

26.05.2025 / 10:13

ვახტანგ ძაბირაძე - “ერთი ფიგურაც არ არის, რომელსაც შეუძლია მთელი ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება”

ღალატი ადგილობრივი არჩევნების წინ - “კიდევ ბევრი ოპოზიციონერი დეპუტატი მოინდომებს “ოცნებასთან” გარიგებას...”

ირაკლი მელაშვილი - “ოპოზიციამ უნდა მონახოს საკუთარ თავში ძალა და კრიტიკულად გადაიაზროს ეს ექვსთვიანი პერიოდი”

“თბილისი ოუპენ ეარზე” რუსეთის დროშის შეურაცხყოფისთვის კრემლი “სამართლებრივი რეაგირებით” იმუქრება

გია ხუხაშვილი - “ქართული ოცნება” უკვე ჩამოვიდა ფსონს ძალადობაზე, ახლა იძულებულია მოათვინიეროს საზოგადოების აქტიური ნაწილი ან ციხეში ჩასვას”

მარიკა მიქიაშვილის განცხადებით, საქართველოს ევროპელ პარტნიორებს შორის არსებობს სრული კონსენსუსი, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია

პარტია "დროას" წევრის მარიკა მიქიაშვილი განცხადებით, რომელიც ამჟამად "ალდეს" კონგრესს ესწრება, განმარტავს, რომ საქართველოს ევროპელ პარტნიორებს შორის, არსებობს სრული კონსენსუსი: საქართველოს ადგილი ევროპაშია.

მარიკა მიქიაშვილის თქმით, „ალდეს“ კონგრესზე პირად საუბრებში საქართველოს პარტნიორები ქართული დელეგაციის მიმართ დიდ ენთუზიაზმს ავლენენ.

ამასთან, მიქიაშვილი ხაზს უსვამს კონგრესზე მყოფი ევროპელი პარტნიორების უპრეცედენტო ჩართულობას საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებშიც.

„მუდამ უსვამენ ხაზს, რომ ჩვენს გვერდით დგანან, გვეკითხებიან, რით შეუძლიათ საქართველოში დემოკრატიისა და სამოქალაქო საზოგადოების დახმარება, რას როგორ ვაპირებთ ოპოზიცია გამარჯვების შემდეგ და ა.შ.. გარდა ამისა, ძალიან ბევრი მათგანი საქართველოში ჩამოდის დამკვირვებლად სხვადასხვა ორგანიზაციის ეგიდით",- აღნიშნავს მარიკა მიქიაშვილი.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდი ენთუზიაზმი და მოლოდონია, რომ ქართველი ხალხი საქართველოს მიმტაცებელ ხელისუფლებას წარსულს ჩააბარებს.

„70-ზე მეტი ლიბერალ-დემოკრატიული ევროპული პარტიის ალიანსმა, "ალდემ" დღეს, 6 ოქტომბერს, ლისაბონში მიმდინარე კონგრესზე საქართველოში დემოკრატიისა და ქართველი ხალხის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო.

დღეს მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის უმაღლეს ორგანოებს, დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ჩართულ ჩინოსნებს, როგორც ეს გააკეთა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა; მოუწოდებს ევროკომისიას, კატეგორიულად დაუპირისპირდეს ძალადობასა და არჩევნების გაყალბებას, თავი შეიკავოს "ქართულ ოცნებასთან" მაღალი დონის შეხვედრებისგან.

მიღებული რეზოლუცია აქცენტს აკეთებს ასევე პოლიტიკური დევნისა და დეზინფორმაციული კამპანიის დასრულებაზე. 26 ოქტომბრის შემდეგ ახალი მთავრობისგან "ალდეს" რეზოლუცია მოელის უსწრაფეს რეფორმებს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების ეტაპზე გადასასვლელად“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ქართული საზოგადოება, ჩვენი წინააღმდეგობის ხარისხი გადაწყვეტს განვაგრძობთ ევროპული გზით სიარულს, თუ ჩავბარდებით რუსეთს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.05.2025
„მადლიერების ჩიტი“ გორდელაძეების მრავალშვილიან დედას – ნათია ღაჟონიას გადაეცა