კახა კალაძე - უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები - ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, მაშინვე გამოაპანღურებდნენ

უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

დედაქალაქის მერის შეფასებით, საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებები პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა.

„როდესაც გარე ჩარევაზე ვსაუბრობთ, საელჩოებისა და კონკრეტული უცხოელი მაღალჩინოსნების შიდა საარჩევნო კამპანიაში ჩარევაზე, ეს კონკრეტული ფაქტი პირდაპირ ამ ყველაფერზე მიუთითებს.

წარმოგიდგენიათ, გამოდის ევროკავშირის ელჩი, რომელსაც არანაირი იურიდიული, სამართლებრივი დასაბუთება არ აქვს, რომ აღნიშნული ვიდეორგოლები კანონს ეწინააღმდეგებოდეს, ან რაიმე პრობლემას წარმოადგენდეს, თურმე მისთვის ეს ყველაფერი შემზარავი ყოფილა. ე.ი. ევროკავშირის ელჩს არ მოსწონს. რა თქმა უნდა, მძიმეა ის ყველაფერი, რაც უკრაინაში ხდება.

ამას მოგვიწოდებდნენ ჩვენ, რომ იგივე გაკეთებულიყო საქართველოში, „ მეორე ფრონტი“ გახსნილიყო, სანქციებს მივერთებოდით. გამოდიოდნენ და პირდაპირ ამბობდნენ, გვირჩევნია ბომბები ცვიოდეს ქვეყანაში, ვიდრე ამ ტიპის განცხადებებს ვისმენდეთო. მეორე მხარეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც გარედან იმართება. თქვენ ხომ არ გგონიათ, თვითონ აჟღერებენ ამ მესიჯებს და განცხადებებს, იგივე „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებით? პირდაპირ დავალებებით კეთდება ეს ყველაფერი. ხალხმა უნდა იცოდეს, რა არის ერთ მხარეს. ერთ მხარეს არის სიმშვიდე, ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური გაძლიერება, ოჯახების კეთილდღეობა, ხოლო მეორე მხარეს არის ომი, ნგრევა, სოფლების განადგურება, ტერიტორიების დაკარგვა. გამოვლილი გვაქვს ბატონო ეს უკვე, სამწუხაროდ, 2008 წელს საკუთარ თავზე გამოვცადეთ რამხელა საშინელების მომტანია ომი. არ გვინდა იგივე გავიმეოროთ. შესაბამისად, განცხადებები, რასაც ვისმენთ, იგივე ელჩის მხრიდან პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ჩარევის მცდელობაა. აქაც უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ, როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერის თქმით, როდესაც, საარჩევნო კლიპის სატელევიზიო ეთერში განთავსება არ ხდება, არგუმენტი უნდა არსებობდეს, წარმოუდგენელია ის, რომ "ვიღაცას არ მოეწონა" და სატელევიზიო ეთერში არ გაუშვას.

„შენ რომ რაღაც კონკრეტულ კლიპს ტელევიზიაში არ უშვებ, ამას თავისი არგუმენტი უნდა ჰქონდეს. ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე, რა მძიმეა და ამის გამო არ გაუშვა, ეს წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან. ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და ამ ტიპის განცხადება გააკეთოს, წარმოგიდგენიათ უბრალოდ? ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, ქვეყნიდან მაშინვე გამოაპანღურებდნენ“, - განაცხადა კალაძემ.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "ქართული ოცნების" საარჩევნო ბანერებზე, რომლებზეც უკრაინის განადგურებული კადრების პარალელურად, საქართველოში არსებული მშვიდობიანი მდგომარეობაა ასახული, განაცხადა, რომ "ეს არის აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი". ევროკავშირის ელჩის თქმით, ჩვენ "გვაქვს მშვიდობა უკრაინელი ხალხის მსხვერპლის წყალობით და ისინი იმსახურებენ ჩვენს უკიდურეს პატივისცემას".

„მთავარმა არხმა“, ტვ „პირველმა და ტელეკომპანია „ფორმულამ“ განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება“ აგრძელებს საკუთარი პოლიტიკური კამპანიისთვის უკრაინელი ხალხის ტრაგედიით სპეკულირებას და ახლა უკვე ტელევიზიებისგან მოითხოვს იმ ამორალური ბანერების ეთერში გაშვებას, რომლებიც ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი“. ტელევიზიების განცხადების თანახმად, შესაძლო ჯარიმების დაკისრების საფრთხის მიუხედავად, ისინი არ აპირებენ ხელი შეუწყონ "ქართული ოცნების" რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას“ და უარს აცხადებენ ვიდეორგოლების ეთერში განთავსებაზე.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო