რომის პაპი - მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, რამაც ახლო აღმოსავლეთი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს

რომის პაპმა ფრანცისკემ მხარეებს ახლო აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"ხვალ ერთი წელი შესრულდება ისრაელში ხალხის წინააღმდეგ განხორციელებული ტერორისტული თავდასხმიდან, რომელთა მიმართაც მე კიდევ ერთხელ გამოვხატავ თანაგრძნობას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ღაზაში ჯერ კიდევ ბევრი მძევალია, რომლებიც დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ“, - განაცხადა რომის პაპმა ვატიკანში, წმინდა პეტრეს მოედანზე, სადაც ათასობით მორწმუნეს მიმართა.

მისი თქმით, 7 ოქტომბრის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო დიდ ტანჯვაში ეფლობა, რომელიც, ძირითადად, უდანაშაულო მშვიდობიან მოქალაქეებს აზარალებს.

მისი თქმით, ცეცხლი ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს.

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, ხელი შეუწყოს შურისძიების სპირალის დასრულებას და სხვა თავდასხმების შეწყვეტას, როგორიც ირანის მიერ რამდენიმე დღის წინ განხორციელდა, რამაც რეგიონი, შესაძლოა, კიდევ უფრო დიდ ომში ჩაძიროს. ყველა ერს აქვს მშვიდობასა და უსაფრთხოებაში არსებობის უფლება და მათ ტერიტორიებზე არ უნდა მოხდეს თავდასხმა ან შეჭრა; სუვერენიტეტის პატივისცემა და უზრუნველყოფა დიალოგითა და მშვიდობით უნდა მოხდეს და არა სიძულვილითა და ომით“, - აღნიშნა რომის პაპმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს