დედაქალაქში „თბილისობის“ დღეები აღინიშნება

უკვე მეორე დღეა, დედაქალაქი „თბილისობას“ აღნიშნავს. სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე მრავალფეროვანი ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად ორბელიანის მოედანზე იმყოფებოდა, სადაც „თბილისობისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო.

კახა კალაძემ თანაქალაქელებს „თბილისელობა“, ხოლო 5 ოქტომბერს დაჯილდოებულებს თბილისის საპატიო მოქალაქის სტატუსის მინიჭება მიულოცა.

„პირველ რიგში, მინდა, დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ მივულოცო დედაქალაქის მცხოვრებლებს. ძალიან სასიამოვნოა, რომ ქუჩაში ამდენი ადამიანია გამოსული. ტრადიცია გრძელდება და ჩვენი ულამაზესი ქალაქის დღეები იმართება. ყველაფერი უმაღლეს დონეზეა მოწყობილი, როგორც ორბელიანის მოედანზე, ისე აბანოთუბანსა და რიყეზე. წარმოდგენილია სხვადასხვა სივრცე, სადაც იმართება თეატრალური წარმოდგენები, განთავსებულია სივრცეები პატარებისთვის. ფაქტობრივად, ყველა თაობის ადამიანისთვის იმართება ღონისძიება, რაც სასიამოვნოა. გუშინ გვქონდა საპატიო თბილისელების დაჯილდოება. მადლობა ამ ადამიანებს იმისთვის, რაც ქალაქისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის გაუკეთებიათ. რა თქმა უნდა, ამ ტრადიციას გავაგრძელებთ და შრომას ყველა პატივსაცემ ადამიანს დავუფასებთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ. სასიამოვნოა, რომ ასეთი სადღესასწაულო განწყობაა დედაქალაქში. დღეს საღამოს გაიმართება გალაკონცერტი, სადაც შეგიძლიათ, მობრძანდეთ“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია საქართველოს პარლამენტის წევრები.

„რიყის პარკში და ორბელიანის მოედანზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ფესტივალები და წარმოდგენები დღის ბოლომდე გასტანს. დღესვე, 19:30 საათზე რიყის პარკში გაიმართება საზეიმო კონცერტი „ქალაქური მუსიკის შედევრები“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა