ლევან სანიკიძე - სამარცხვინო ფაქტია, რომ მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში

სამარცხვინო ფაქტია, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის „ეფესბესთან“ მოთანამშრომლე პროკურატურას, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მცდელობისა, ის ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების რევიზირებას.

„ძალიან მიხარია, რომ დღეს საქართველოს ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური ცენტრიდან, მცხეთიდან, მოგმართავთ, სადაც ჩვენ ჩვენს ამომრჩევლებს ვხვდებით და მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაციას ვესწრებით. პრეზიდენტის, რომელიც დღეს უკანონო პატიმრობაშია. ის პუტინის პირადი პატიმარია და ეს უკვე მთელმა მსოფლიომ აღიარა. "ევროპის სახალხო პარტიის" ბოლო რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს, ეს არის ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ფაქტი, რომ დღეს მესამე პრეზიდენტი იხდის სასჯელს მურუსიძის სანქცირებულ სასამართლოში და ის გასამართლებული ჰყავს ფარცხალაძის „ეფესბესთან“ მოთანამშრომლე პროკურატურას. მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ ზუსტად 20 დღეში, 26 ოქტომბერს საქართველო ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის უარს პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რევიზირებას. ის ღალატი, რომელიც დღეს საქართველოში ხდება, აუცილებლად უნდა დასრულდეს, მაგრამ ამისთვის ყველა ჩვენგანის ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მიუხედავად ივანიშვილის მცდელობისა, ის ვერ შეძლებს არჩევნების შედეგების რევიზირებას. ამისათვის აუცილებელია გაწევრიანდეთ და გახდეთ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ მოხალისე. მივმართავ ჩვენს ყველა აქტივისტს, ადამიანებს, რომლებიც 12 წლის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევენ რუსულ ხელისუფლებას. ერთად უნდა გავატაროთ ეს დღეები ყველამ და 26 ოქტომბერს, საღამოს 8 საათზე ვიზეიმოთ ქვეყანაში ახალი კოალიციური ხელისუფლების ფორმირება, სადაც მიხეილ სააკაშვილს და „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ ლოკომოტივის როლი და ფუნქცია ექნება“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, მცხეთაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას დაესწრნენ მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია