„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი, ვარლამ ლიპარტელიანი სოფელ დიდი ლილოს მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლიპარტელიანმა ადგილობრივებს მმართველი გუნდის სამოქმედო გეგმა და პოლიტიკაში მისი მოსვლის მიზეზები გააცნო.

„საუბარი შედგა ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და იმაზეც, რომ გარე ძალების მხრიდან არის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა. ამიტომაც შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეები უნდა მივიდნენ არჩევნებზე და ხმა მისცენ მშვიდობის შენარჩუნებასა და ქვეყნის განვითარებას, რასაც სწორედ „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი შოთა ხაბარელი, თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანი, კულტურის და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი, სამგორის რაიონის გამგებელი და "ქართული ოცნების" სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე, ასევე, ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლები.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება