თბილისობის ღონისძიების ფარგლებში ეთნოგრაფიულ მუზეუმში „აფხაზური ეზო“ მოეწყო

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე - ლევან მგალობლიშვილი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით მორგოშიამ გახსნა, მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა და ღონისძიების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„თბილისობის“ ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, აფხაზური თემატიკის ფოტო მასალა და ბეჭდური გამოცემები, გასტრონომიული და კალიგრაფიული მასტერკლასები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ქვიშაზე მომზადებული ყავა სოხუმურად.

მოწვეული სტუმრების წინაშე აფხაზურ-ქართული მუსიკალური და ფოლკლორული წარმოდგენით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ წარდგნენ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს