ლევან მგალობლიშვილი - დარწმუნებული ვარ, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე სოხუმში გიმასპინძლებთ

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან სოხუმში გიმასპინძლებთ, - ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში განაცხადა, სადაც „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „აფხაზური ეზო“ მოეწყო.

ლევან მგალობლიშვილმა თბილისს, თბილისელებს და ყველა კუთხის წარმომადგენლებს „თბილისობა“ მიულოცა და ქალაქის მერს, კახა კალაძეს და საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს მადლობა გადაუხადა.

„მინდა თბილისობა მივულოცო ჩემს თბილისს, თბილისელებს და ყველა კუთხის წარმომადგენლებს. განსაკუთრებით ჩემ დროებით დევნილ მოსახლეობას, დიდი ამაგი აქვს თბილისს ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართ. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, კახა კალაძეს, საკრებულოს თავმჯდომარეს, გიორგი ტყემალაძეს. ასევე, ყველა რაიონის გამგებელს იმ სიკეთისთვის და გვერდში დგომისთვის, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩვენი მოსახლეობის მიმართ იჩენენ. დღევანდელი ღონისძიება ამ ყველაფრის ნათელი დასტურია და დღეს გვაქვს შესაძლებლობა, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურა წარმოვაჩინოთ და გავუზიაროთ სხვადასხვა სტუმარს, მათ შორის ტურისტებს. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ცენტრალური ხელისუფლების სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე, ძალიან მალე, ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან სოხუმში გიმასპინძლებთ“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა.

როგორც აფხაზეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „თბილისობის“ ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქცია, მოეწყო ტრადიციული სამოსისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, აფხაზური თემატიკის ფოტო მასალა და ბეჭდური გამოცემები, გასტრონომიული და კალიგრაფიული მასტერკლასები, ღვინისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და ქვიშაზე მომზადებული ყავა სოხუმურად. მოწვეული სტუმრების წინაშე ქართულ-აფხაზური მუსიკალური და ფოლკლორული წარმოდგენით აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი“, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლთან არსებული ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „ოტობაია“ და გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი“ წარდგნენ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო