„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ნაძალადევის მოსახლეობას შეხვდა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, სოფო ჯაფარიძე ნაძალადევის მოსახლეობას­ შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფო ჯაფარიძემ მოსახლეობას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა გააცნო, რომელიც საპენსიო რეფორმის ძირეულად შეცვლას ითვალისწინებს.

როგორც ჯაფარიძემ განაცხადა, თბილისი გამარჯვებისთვის ემზადება.

„გრძელდება თბილისელებთან შეხვედრა. ვხვდებით ჩვენს საოცარ მოქალაქეებს, განწყობა არის წარმოუდგენლად ამაღლებული. ახლა ვიმყოფებით ნაძალადევში, შევხვდით უამრავ ადამიანს და დიახ, თბილისი ემზადება გამარჯვებისთვის. 26 ოქტომბერს ვიმარჯვებთ, იმარჯვებს თბილისი, იმარჯვებს საქართველო, იმარჯვებს ქართველი ხალხი“, - განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!