დავით კოდუა - ძალიან მიხარია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო დონის ავტომრბოლელი დათა ქაჯაია - ავტორბოლა სიმბოლურად ჩვენი გარბენით დაიწყო

დღეს, ზუგდიდი ავტო რბოლის სერიებს მასპინძლობს, რომელიც „ქართული ოცნების“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატის, დავით კოდუას ინიციატივით ხორციელდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, დავით კოდუამ წლების წინ მის მეგობრებთან ერთად გამართა პირველი ავტომოყვარულთა სანახაობა რეგიონში, რომლის „მიმართ მას შემდეგ ინტერესი არ ცხრება“.

ინფორმაციის მიხედვით, ღონისძიების ორგანიზატორია Western Draivers Club სამეგრელო. ღონისძიება ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ღონისძიებაში მრბოლელები მთელი საქართველოდან მონაწილეობენ.

„ძალიან მიხარია, რომ ამ დღეს ჩვენთან ერთად არის მსოფლიო დონის ავტომრბოლელი დათა ქაჯაია - დღევანდელი ავტორბოლა სიმბოლურად ჩვენი გარბენით დაიწყო. ჩვენ თავის დროზე პირველად დავიწყეთ ამ სპორტის პოპულარიზაცია ჩვენს რეგიონში და გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები, რათა ზუგდიდი ვაქციოთ ამ და სპორტის სხვადასხვა სახეობის მრავალჯერადი ტურნირების ჩატარების ადგილად“, - განაცხადა დავით კოდუამ.

ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, "ქართული ოცნების" საპარლამენტო სიის წევრი, გიორგი გუგუჩია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ღონისძიება მართლაც კარგი გამოვიდა, შესანიშნავი ატმოსფერო იყო. ვფიქრობ, ასეთი ტიპის ღონისძიებები რეგულარულად უნდა ჩავატაროთ. როგორც დღევანდელმა დღემ გვაჩვენა სპორტის ეს სახეობა უამრავ გულშემატკივარს აერთიანებს განურჩევლად მათი ასაკისა. არსებული ინტერესი მოწმობს რომ საჭიროა ზუგდიდში მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა ქალაქმა უმასპინძლოს როგორც ადგილობრივ, ასევე მსგავს საერთაშორისო ტურნირებს“, - განაცხადა გიორგი გუგუჩიამ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიების სპონსორია "თეგეტა მოტორსი", დრაგების სერიის პარტნიორია „ვისოლი ჯგუფი“, ღონისძიების მხარდამჭერები არიან: „ლაიონ ტრანსი“, „ემ მოტორსი“, „ნარო“, „დანი მოლი“, „ევრობილდი“, შპს „საგზაო“, შპს „ზუგდიდის საგზაო სამმართველო“, „პრაიდექსი“, „შოგი“, მარკეტინგული და საკონსულტაციო კომპანია „დადიანი გრუპი“, ახალი ამბების სააგენტო STV.GE.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს