დავით უსუფაშვილი - არჩევნების გაყალბების გზით თუ შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას, ბუნებრივია, სათანადო პროტესტი იქნება - ვერ ვხედავ სცენარს, რომელშიც ხელისუფლება გაიმარჯვებს

მონდომებული ვარ, კოალიცია შედგეს. დარწმუნებული ვარ, ოპოზიციურ ძალებს გვეყოფა არამარტო პატრიოტიზმი და კეთილგონიერება, არამედ პოლიტიკური განსჯის უნარი, რომ ამ უმძიმეს ვითარებაში, არჩევნების შემდეგ, როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხებული იქნება და ოპოზიციას ჯამური უმრავლესობა ექნება, ეს ჯამური უმრავლესობა არ გადავაყოლოთ არაფერს, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ის მოელის მმართველი გუნდისგან პროვოკაციებს, რათა ოპონენტების დემორალიზაცია მოხდეს, იქნება ეს „ფეიკ“ ჩანაწერები თუ სხვა.

„მათი მხრიდან ბოლო კვირებსა თუ დღეებში პროვოკაციებს ველი იმისთვის, რომ მოხდეს ოპონენტების დემორალიზაცია, „ფეიკ“ ჩანაწერები იქნება, თუ უფრო უარესი, მაგრამ მგონია, იმდენად მოიჭრეს თავი, იმდენად აღარ სჯერა მოსახლეობას მათეული მოვლენების ინტერპრეტაციის, რომ ეს ხრიკი არ უნდა გამოუვიდეთ. მჯერა, ოპოზიციის შიგნით მოხერხდება არჩევნებამდე სათანადო კოორდინაციით მისვლა, არჩევნების დღეს და ღამეც შტაბების დონეზე გვაქვს ოპოზიციურ პარტიებთან ურთიერთობა, რომ გავაძლიეროთ ჩვენი ხმების დაცვის სისტემა. საერთაშორისო ორგანიზაციის პოზიციებიც მნიშვნელოვანია.

არჩევნების გაყალბების გზით თუ შეეცდებიან ხელისუფლებაში დარჩენას, მაშინ ბუნებრივია, სათანადო პროტესტი იქნება. კონსტიტუციური ჩარჩოები იმიტომ არსებობს, რომ ამ ჩარჩოებში ყველა უფლება იყოს გამოყენებული მათ შორის, პროტესტი, საჩივარი და ასე შემდეგ. ვერ ვხედავ იმ სცენარს, რომელშიც ხელისუფლება გაიმარჯვებს“,- აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, კითხვაზე, თუ რატომ არ არის კოალიციის საპარლამენტო სიაში, უსუფაშვილმა განმარტა:

„ჩავთვალე, რომ დროა ამპლუა შევიცვალო. გაცილებით მეტ დროს ვახმარ პარტიული მშენებლობის თემებს, იმ ადამიანების გვერდში ყოფნის ამოცანას, რომლებიც „ლელოსა“ და „ძლიერ საქართველოში“ უხვად არიან. მირჩევნია გეგელიასთან, ბუაძესთან, დოლიძესთან და სხვებთან მეტი დრო გავატარო. პოლიტიკური წარმატებისთვის ვიზრუნო, ვიდრე თავად მე. საზოგადოებრივი პროექტია საჭირო, საჭიროა სახელმწიფოებრიობის კულტურის გავრცელება ქვეყანაში. ეს ბევრი გზით არის საჭირო. მე გუნდის აქტიური მხარდამჭერი ვიქნები“,-აღნიშნა უსუფაშვილმა.

ამასთან, მან განმარტა, რომ ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში ის არ გეგმავს, რომ მთავრობაში იყოს წარმოდგენილი.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება