ისრაელის თავდაცვის ძალები - ღაზიდან „ჰამასის“ სარაკეტო თავდასხმის გეგმა ჩავშალეთ

„ჰამასი“ ისრაელის მიმართულებით დღეს დილით რაკეტების გაშვებას გეგმავდა და მისი გეგმები ჩავშალეთ, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადა.

„ისრაელმა შეაჩერა დაუყოვნებელი საფრთხე, ისრაელის მიმართულებით ცეცხლის გახსნის მზადების და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ განზრახვის იდენტიფიცირების შემდეგ“, - აღნიშნულია თავდაცვის ძალების განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, დღეს დილით ისრაელის გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა ღაზის სექტორში რამდენიმე სარაკეტო გამშვებ ადგილს და გვირაბებს დაარტყეს.

თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა“ მოახერხა მხოლოდ ოთხი რაკეტის გაშვება სუფას რაიონში, რომელთაგან სამი მოიგერიეს, ხოლო მეოთხე ღია ტერიტორიაზე დაეშვა.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღამით ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში „ჰამასის“ ობიექტებს დაარტყა, რომლებიც, ისრაელის მტკიცებით, საფრთხეს უქმნიდა მათ ძალებს, რომლებიც ნეტზარიმის დერეფნის ტერიტორიაზე მოქმედებენ.

თავდაცვის ძალებმა გუშინ განაცხადა, რომ „ჰამასი“, სავარაუდოდ, შეეცდება განახორციელოს სარაკეტო და სხვა სახის თავდასხმები 7 ოქტომბრის წლისთავზე და რომ ისრაელი აძლიერებს ძალებს ღაზასა და საზღვარზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს