კობა კობალაძე ქუთაისში ვეტერანებს შეხვდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის შექმნის 10 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, დღეს, მორიგი შეხვედრა ქუთაისში გაიმართა.

კობა კობალაძე იმერეთის რეგიონში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა, მათ სამსახურის მუშაობის 10 წლიანი ანგარიში წარუდგინა და ყველა იმ პროექტსა და ინიციატივაზე ესაუბრა, რაც სამსახურის ბენეფიციართა წინაშე, სოციალური, ეკონომიკური და ჯანდაცვის კუთხით არსებული გამოწვევების დასაძლევად,სამსახურისა და სახელმწიფო ინსტიტუციების ერთობლივი ძალისხმევით და, ასევე, ბიზნესსექტორის ჩართულობით ხორციელდება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ვეტერანებმა ყურადღება გაამახვილეს რამდენიმე,მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხზე. მათ შორის, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობის შეღავათის გავრცელებაზე საქართველოს მასშტაბით, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესებაზე,საყოფაცხოვრებო სუბსიდიისა და დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდაზე. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, რეგიონული მართვის დეპარტამენტის უფროსი, ლევან ამირიძე, სამსახურის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში,საქართველოს გენერალთა კლუბის ხელმძღვანელი, მალხაზ ჩიხლაძე. კობა კობალაძე რეგიონებში ვეტერანებთან შეხვედრებს განაგრძობს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება