ღვინის ეროვნული სააგენტო - საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული

7 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში 300 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, რთველი დასასრულს უახლოვდება კახეთში, მოსავალი უკვე დაბინავებულია რაჭაში.

„ამ ეტაპზე აქტიური რთველი მიმდინარეობს საქართველოს მევენახეობით ცნობილ ლეჩხუმის რეგიონში, სადაც დარეგისტრირებულია ორი უნიკალური ადგილწარმოშობის ღვინო „ტვიში“ და „ოყურეშის უსახელოური“.

ქვეყნის მასშტაბით გადამუშავებული ყურძნიდან 296 ათას ტონამდე - კახეთის, 1,7 ათას ტონამდე - რაჭის, 304 ტონა - ლეჩხუმის, ხოლო დანარჩენი, საქართველოს მევენახეობის სხვადასხვა რეგიონის მოსავალია. ყურძნის რეალიზაციით მიღებული შემოსავალი 450 მლნ ლარს აღწევს, ამ ეტაპისთვის მოსავალი 20 ათასამდე მევენახემ დააბინავა.

ამ დრომდე რთველის პროცესში ჯამურად 486 ღვინის კომპანია და მარანი იყო ჩართული.

მევენახე ფერმერების მიერ მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის, ყურძნის ხარისხის შენარჩუნებისა და მეღვინეობის დარგის სტაბილური განვითარების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობა რთველის სუბსიდირებას წელსაც ახორციელებს:

კახეთის რეგიონში სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც 1 კგ რქაწითელში მევენახეს არანაკლებ 1.00 ლარი გადაუხადა. ასევე, 13 სექტემბრიდან, შპს „მოსავლის მართვის კომპანია“ მევენახე ფერმერებისგან 1 კგ საფერავის ჯიშის ყურძენს 1.50 ლარად იბარებს.

რაჭის რეგიონში, სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელმაც ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეული 1 კგ ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენში მევენახეს გადაუხადა არანაკლებ 8 ლარი. 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს