მიხეილ სარჯველაძემ „ჯეოანესთეზია 2024“-ში მიიღო მონაწილეობა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ, „ანესთეზიოლოგია და ინტენსიური თერაპიისადმი“ მიძღვნილ რიგით მე-7 საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.

უწყების ინფორმაციით, ღონისძიებაზე, შეხვედრის მონაწილეებმა, ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის აქტუალური საკითხები, თანამედროვე მიდგომები და სიახლეები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო რადიოლოგიური მეთოდების გამოყენებას ანესთეზიოლოგიის, ინტენსიური თერაპიის, რეანიმატოლოგიისა და ტკივილის მკურნალობის პრაქტიკაში.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, ანესთეზიოლოგია, რეანიმაცია, ტოქსიკოლოგია და გადაუდებელი მედიცინა ნებისმიერი სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების ის მნიშვნელოვანი სექტორებია, რომელთა ფარგლებშიც, მომსახურების ხარისხისა და პაციენტის უსაფრთხოების დაცვას სრულიად განსაკუთრებული როლი ენიჭება.

„კონფერენციის თემატიკა ეხმიანება მედიცინის ისეთ მიმართულებებს, რომელშიც უშეცდომოდ და უნაკლოდ მკურნალობის მნიშვნელობა განსაკუთრებულად დიდია. ეს ის სექტორებია, სადაც განსაკუთრებულად დიდია მეტი ცოდნის, მეტი აკადემიური ცოდნის, ამ ცოდნის გაზიარებისა და გაღრმავების საჭიროება, რისი საუკეთესო საშუალებაც სწორედ აღნიშნული კონფერენციების ჩატარებაა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

საერთაშორისო კონფერენციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 30.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი