საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ნიკორა ტრეიდს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, ჰოლდინგი ქსელში დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და „ნიკორა ტრეიდის“ შორის, სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მემორანდუმის თანახმად, ჰოლდინგი ქსელში დასაქმებულ სტუდენტებს სწავლის საფასურს სრულად დაუფინანსებს.

როგორც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში აცხადებენ, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორმა, პროფესორმა თამარ წერეთელმა და „ნიკორა ტრეიდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თემურ ალექსანდრიამ. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სხვადასხვა წამყვანი უნივერსიტეტებისა და კომპანიის წარმომადგენლები, სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა ბუაჩიძე, ამავე სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების უფროსი, ასოცირებული პროფესორი ნატო ქათამაძე.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-რექტორის თქმით, მემორანდუმის მიზანია კომპანიასა და უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის დამყარება, რათა მხარეებმა ერთობლივად შეუწყონ ხელი სტუდენტებს მოქნილი გრაფიკით მუშაობის დაწყებასა და სწავლის დაფინანსების შესაძლებლობის მოპოვებაში.

„მემორანდუმის ფარგლებში კომპანია იღებს ვალდებულებას უნივერსიტეტს მიაწოდოს ყველა სახის ინფორმაცია დაფინანსებისა და კომპანიაში არსებული ვაკანსიების შესახებ, ხოლო უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მივესალმებით კომპანიის მხრიდან ასეთ ინიციატივას, რამეთუ ცოდნის მიცემასთან ერთად, სტუდენტთა დასაქმება ერთ-ერთი პრიორიტეტია. უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს დაამყაროს კონტაქტი შრომის ბაზარზე არსებულ კვალიფიციურ ორგანიზაციებთან, გააფორმოს თანამშრომლობის მემორანდუმი და სტუდენტებს გაუადვილოს დასაქმების პროცესი. კონკრეტული შემოთავაზებით სტუდენტებს, რომლებიც დასაქმდებიან მათ ქსელში (ნიკორა, ლიბრე),კომპანია სრულად დაუფინანსებს სწავლის გადასახადს. ეს ვრცელდება უკვე დასაქმებულ სტუდენტებზეც, რაც მისასალმებელია,“ - განაცხადა თამარ წერეთელმა.

როგორც სტუ-ის სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი აცხადებს, უნივერსიტეტი ორიენტირებულია სტუდენტზე, სწავლასა და შემდგომში მათ დასაქმებაზე.

„ნიკორა ტრეიდის“ ინიციატივას მივესალმებით და ვისურვებთ, რომ ბევრი მიმდევარი გამოუჩნდეთ შრომის ბაზარზე,“ - აცხადებს ზაზა ბუაჩიძე.

სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის კარიერული განვითარების განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, უნივერსიტეტი სტუდენტებს მუდმივად ეხმარება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გადატანისა და დასაქმების შანსების გაზრდაში.

„ჩვენი განყოფილება მუდმივად ზრუნავს სტუდენტების დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაზე. „ნიკორა ტრეიდთან“ დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ორგანიზაციას მონაწილეობა აქვს მიღებული უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ ყველა დასაქმების ფორუმში. მათ ქსელში სხვადასხვა პოზიციებზე დასაქმებულ სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად მზარდი. მემორანდუმის გაფორმება იყო ჩვენი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება“, - განაცხადა ნატო ქათამაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო