საქართველოს ბიზნეს ასოციაცია დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 51-ე და 52-ე დადგენილებებში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია პოზიტიურად აფასებს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, 51-ე და 52-ე დადგენილებების ამოქმედების გადავადებასთან დაკავშირებით.

„მიგვაჩნია, რომ ეს იყო დროული და გონივრული გადაწყვეტილება როგორც ბიზნეს სექტორის, ასევე მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე. როგორც მოგეხსენებათ, აღნიშნული დადგენილებები აწესებს როგორც მზა ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების საქართველოში იმპორტის ახალ სტანდარტებს,“ - ნათქვამია ბიზნეს სოციაციის განცხადებაში.

მათივე ცნობით, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული დადგენილებების გადავადების თავდაპირველად დათქმულ ვადა, კერძოდ 2024 წლის 1 ოქტომბერი, შეიცავდა ფარმაცევტულ ბაზარზე პროდუქციის დეფიციტის შექმნის რისკებს, ვინაიდან ადგილობრივი წარმოება ვერ მოასწრებდა ახალ სტანდარტებთან ადაპტირებას.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ფარმაცევტულ სექტორში მოღვაწე კომპანიებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკების პროცესში, რათა, ერთი მხრივ, დაცული ყოფილიყო მომხმარებლის ინტერესები, ხოლო, მეორე მხრივ, ბიზნეს სექტორის, რომელიც დადგენილ ვადაში ვერ შეასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას.

როგორც ამას საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოცდილება და პრაქტიკაც აჩვენებს, ხელისუფლებასთან კონსტრუქციული და პროფესიული კომუნიკაცია, დიალოგი და თანამშრომლობა აძლიერებს როგორც ბიზნეს სექტორს, ასევე მთლიანად ჩვენს სახელმწიფოსა და მის ეკონომიკას, რაც, საბოლოო ჯამში, დადებითად აისახება ჩვენი მოსახლეობის ინტერესებსა და კეთილდღეობაზე“, - ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია