თურქეთში, ქ. სტამბულში მდებარე ძუძუს კიბოს მრავალპროფილური მკურნალობის ცენტრი გთავაზობთ კიბოს მკურნალობისათვის აუცილებელ ყველა პროცედურას, პროფესიონალურ ზრუნვასა და ამაზე გაცილებით მეტს, პაციენტის კიბოსგან სრულად გამოჯანმრთელებამდე მთელი პროცესის განმავლობაში.
”კიბოს 200-ზე მეტი ტიპი არსებობს, რომელიც რამდენიმე ძირითად ჯგუფადაა დაყოფილი. სიმსივნის ფორმირებას უჯრედების უკონტროლო ზრდა განაპირობებს. ზოგ შემთხვევაში სიმსივნური უჯრედები პირველადი ლოკაციიდან სხეულის სხვა ადგილებშიც (მაგალითად, ღვიძლზე, ფილტვებზე, ძვლებსა ან თავის ტვინში) ვრცელდება და ზრდას აგრძელებს. აღნიშნულ მოვლენას მეტასტაზებს უწოდებენ. ძუძუს კიბო სიმსივნის ერთი კონკრეტული ტიპია, თუმცა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგანაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპია. ძუძუს კიბოთი ყოველწლიურად დაახლოებით 2.3 მილიონამდე ადამიანი, მათ შორის ძირითად ქალები ავადდებიან,” აღნიშნავს ძუძუს კიბოს მკურნალობისა და დიაგნოსტირების სპეციალისტი, პროფესორი მეტინ ჯაკმაკჯი.
როდესაც პაციენტი Acıbadem-ის ძუძუს კიბოს კლინიკაში მოდის, მას უტარდება დეტალური ფიზიკური გამოკვლევა, რის შემდეგაც ტარდება რადიოლოგიური შეფასება. საჭიროების მიხედვით პაციენტს უტარდება ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა, მამოგრაფია ან MRI. იმ შემთხვევაში თუ გამოკვლევების შედეგად სიმსივნის, მასის ან კალციფიკაციის სახით ანომალიური დაზიანება გამოვლინდება იმავე დღეს ინიშნება ნემსით ბიოფსია. პათოლოგიური შედეგები, როგორც წესი 2-3 დღეში ხდება ცნობილი, რის შედეგადაც დგინდება პაციენტის ძუძუს კიბოს დიაგნოზი. გარდა ამისა, იმ შემთხვევაში თუ დაავადების დიაგნოსტირება მოხდა, პაციენტის გამოკვლევა ხდება ასევე მეტასტაზების არსებობის დასადგენადაც. ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის მიხედვით კი ინიშნება პაციენტზე ინდივიდუალურად მორგებული მკურნალობის სტრატეგია.
იმ შემთხვევაში როდესაც პაციენტს ძუძუს კიბოს დიაგნოზი სამშობლოში აქვს დასმული და ყველა საჭირო გამოკველვა ჩატარებულია, სრული მკურნალობის დაგეგმვა ხდება მანამდე ვიდრე პაციენტი სტამბულში ჩამოვა.
ძუძუს კიბოს მკურნალობისათვის ძირითადად გამოიყენება სამი მიდგომა: ქირურგია, სისტემური მედიკამენტური თერაპია და რადიოთერაპია. ხშირად სამივე მიმართულების ერთდროულად გამოყენებაც რეკომენდებულია, თუმცა ვინაიდან ყოველ ჯერზე პაციენტის შემთხვევა უნიკალურია - მკურნალობა იგეგმება დაავადების ტიპის, სტადიისა და გენეტიკის გათვალისწინებით.
ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე ქალებისათვის ერთ-ერთი ყველაზე არასასურველი განვითარება სწორედ მასტექტომიაა, რომელიც მკერდის სრულად მოკვეთას ითვალისწინებს. ეს მოვლენა ქალებისათვის საკმაოდ სტრესულია. თუმცა Acıbadem-ში მკერდის შენარჩუნება ყველა პაციენტისათვის პრიორიტეტულად მიგვაჩნია. ამიტომაც ვცდილობთ მკერდის ბუნებრივი კონტურითა და ვიზუალით სრულად შენარჩუნებას. ისეთ შემთხვევებში როდესაც მკერდის სრულად შენარჩუნება სიმსივნის ან უშუალოდ მკერდის ზომის გამო შესაძლებელი არ არის - მასტექტომიის შემდეგ დაუყოვნებლივ იგივე ოპერაციის ფარგლებში ტარდება რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფი ოპერაცია. ამგვარად, როდესაც ქალი ოპერაციის შემდგომ კვლავინდებურად მკერდით იღვიძებს.
Acıbadem-ში ძუძუს კიბოზე სპეციალიზებულ ცენტრში ყველა პაციენტისათვის უზრუნველყოფილია პროფესიონალური ინდივიდუალური მკურნალობის გეგმა. მკურნალობა იგეგმება, ხორციელდება და მონიტორინგდება მრავალპროფილური გუნდის მიერ, რომელშიც შედის მკერდის ქირურგი, სამედიცინო ონკოლოგი, რადიოლოგი, პლასტიკური ქირურგი, რადიაციული ონკოლოგი, პათოლოგი და ბირთვული მედიცინის სპეციალისტი.
Acıbadem-ში მიიღებთ ძუძუს კიბოს მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ტიპის მომსახურებას ერთ სივრცეში, რაც აგარიდებთ დიაგნოსტირებისა და მკურნალობისათვის სხვადასხვა ლოკაციაზე ვიზიტს. “ჩვენს საავადმყოფოში დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში ჩართული ექიმების კაბინეტებიც კი ერთ სივრცეშია, რათა პაციენტს გაუადვილდეს გადაადგილება როგორც საავადმყოფოს შიგნით ასევე მის გარეთ. გარდა ამისა, ეს აადვილებს ექიმებს შორის კომუნიკაციასაც, რადგანც როგროც წესი დისტანციის არსებობა ხელს უშლის ეფეექტურ თანამშრომლობას. საერთო ჯამში კი მსგავსად აწყობილი პროცესი პაციენტისათვის ძალიან მოსახერხებელია,” გვიამბობს პროფესორი მეტინ ჯაკმაკჯი. ექიმების კაბინეტებთან ახლოსვე მდებარეობს მამოგრაფიის, ულტრაბგერითი გამოკვლევისა და ბიოფსიის ოთახები. აღნიშნული მიდგომა კი დიაგნოსტირების პროცესს ამარტივებს და პაციენტისათვის უფრო მოქნილს ხდის.
Acıbadem-ში ძუძუს კიბოს მკურნალობის პროცესში არამხოლოდ ექიმები, არამედ ექთნებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. Acıbadem-ის ძუძუს კიბოს დეპარტამენტში ყოველ პაციენტზე ზრუნავს კონკრეტული ექთანი, რომელიც მას თან ახლავს მკურნალობის სრული ხანგრძლივობის მანძილზე. კითხვების ან პრობლემის არსებობის შემთხვევაში პაციენტს შეუძლია თავის ექთანს დაუკავშირდეს დღეში 24 საათის განმავლობაში.
Acıbadem-ში გვჯერა რომ ძუძუს კიბოს ჩვენი სპეციალიზებული მიდგომით, მსოფლიოში გამოჩენილი ექსპერტებით, უახლესი ტექნოლოგიებით, პაციენტზე ორიენტირებული მიდგომითა და უმაღლესი დონის გუნდური მუშაობით მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს დაავადების ეფექტურ დიაგნოსტირებასა და მკურნალობაში.
პროფესორი მეტინ ჯაკმაკჯის თქმით ძუძუს კიბოს დიაგნოსტირება ადრეულ ასაკშიც შესაძლებელია. “ჩვენ ბევრი კარგი შედეგი, შთამაგონებელი ისტორია და ბედნიერი დასასრული გვინახავს. როგორც წესი ძუძუს კიბოს ძირითადი შემთხვევები 40 წლის შემდეგ იჩენს თავს და ასაკთან ერთად ალბათობაც მატულობს. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ძუძუს კიბო არ შეიძლება 30, 25 ან სულაც 20 წლის ასაკში არ გამოიკვეთოს. ძალიან ახალგაზრდა პაციენტებიც გვყოლია, თუმცა მკურნალობის შემდეგ დაავადება გამქრალა, ხოლო თანამედროვე მედიცინის საშუალებით სრულიად შესაძლებელია შემდგომ ორსულობა, შვილების ყოლა, ოჯახის შექმნა და სრულფასოვნად ცხოვრება. ბევრი კარგი ისტორია ვიცით, როდესაც ახალგაზრდა პაციენტებმა გამოჯანმრთელების შემდეგ ოჯახები შემქნეს. ჩემს მეხსიერებაში ახალგაზრდა პაციენტები, ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს იკავებენ.”
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ „აჯიბადემი“ მზადაა პაციენტების მისაღებად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ნორმებისა და სპეციალური სამუშაო რეჟიმის დაცვით. თქვენი სამედიცინო დანიშნულების მოგზაურობის დასაგეგმად თურქეთში, შეგიძლიათ მიმართოთ აჯიბადემის ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში:
ქ. თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 58, ტელ: 0322 158500
ქ. ბათუმი, ვ. გორგასლის ქ.156, ტელ: 0422 223000
ქ. ქუთაისი, თამარ მეფის ქ.60, ტელ: 0431 258500
ჯანმრთელობას გისურვებთ!
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"