გიორგი ვაშაძე - „ალდემ“ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდაა ნათქვამი, რომ სამართლიან არჩევნებზე და იზოლაციონისტების ცვლილებაზე გადის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა

„ალდეს“ რეზოლუციაში პირდაპირაა ნათქვამია, იმ მილიარდობით თანხაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც დღეს საქართველოშია - ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე “ალდეს” მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას.

მისივე თქმით, „ოცნების“ დამარცხების შემდეგ, საქართველო გახდება ევროკავშირი და 14 მილიარდიან დაფინანსებასაც მიიღებს.

„ალდემ“ მიიღო უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, სადაც მკაფიოდ არის ნათქვამი, რომ სამართლიან არჩევნებზე და საქართველოში იზოლაციონისტების ცვლილებაზე გადის საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივა. ამ რეზოლუციაში პირდაპირ ნათქვამია, იმ მილიარდობით თანხაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საუბარია იმ რეჟიმზე, რომელიც დღეს საქართველოშია. უნდა მოვიშოროთ ივანიშვილი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი, იმისთვის, რომ მოვიტანოთ 14 მლრდ საქართველოში და იმისთვის, რომ განვითარდეთ, ძალიან მკაფიოა ჩვენი ევროპელი პარტნიორების გზავნილი,” - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს