სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე პარკი ეწყობა

სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩის N3-ში, სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე, პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. სამუშაოების მიმდინარეობას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილეებთან, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

„სამგორის რაიონში კიდევ ერთი, ძალიან დიდი პროექტი ხორციელდება. აქ საქალაქო მნიშვნელობის პარკი გაკეთდება. ეს სიდიდით მეორე პროექტი იქნება დედაქალაქში. პირველი არის თემქის ხევი, რომლის სამუშაოებსაც უახლოეს მომავალში ვამთავრებთ და რომლის ფართობი 25 ჰექტარია, ეს პარკი კი დაახლოებით 18 ჰექტარი გამოდის. აქ ყველა თაობის ადამიანზე იქნება გათვლილი სივრცეები დასვენებისთვის, გართობისა და ვარჯიშისთვის. მოეწყობა ველობილიკები, ძაღლების სასეირნო სივრცეები. სიახლეა, რომ აღნიშნულ პარკს დაემატება პატარა ველოტრეკი, სპორტული ველოსიპედებისთვის იქნება შესაბამისი სივრცე. ტერიტორია გამწვანდება, განათდება, მოეწყობა მოსასვენებელი სივრცეები. პარკის სამუშაოები 2026 წლისთვის დასრულდება, რადგან ძალიან მასშტაბური პროექტია და ყველაფერი ძირფესვიანად არის გასაკეთებელი", - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პარკის ტერიტორიაზე ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ფანჩატურების, სკეიტ პარკის, პარკურ პარკის, საჭადრაკო სივრცის, მშრალი შადრევნისა და ამფითეატრის, ასევე გარე განათების, სარწყავი და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოწყობა.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება 8 300 ძირი ნერგი და დაითესება ბალახი.

სამუშაოები მერთან ერთად თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსმა, პაატა ტოგონიძემ და რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რევაზ სოხაძემ დაათვალიერეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს