ლევან მგალობლიშვილი - ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს

აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ, ლევან მგალობლიშვილმა მინისტრებს დევნილ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის მაქსიმალური გამჭვირვალობა დაავალა. ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

როგორც მან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს.

„მინდა გთხოვოთ თითოეულ მინისტრს, რომ თქვენს უწყებებთან ერთად, გახვიდეთ კომპაქტური დასახლების ადგილებში და კიდევ უფრო სიღრმისეულად შეისწავლოთ ჩვენი დევნილი მოსახლეობის პრობლემატიკა. აქვე მინდა, შევეხო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს. ჩემთვის მნიშვნელოვანია და პრიორიტეტულია, რომ ბიუჯეტიდან დახარჯული თითოეული თეთრი და თანხების მიზნობრიობა გაკონტროლდეს“, - განაცხადა ლევან მგალობლიშვილმა მთავრობის სხდომაზე.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაციის საფუძველზე მოხდება დევნილი საზოგადოების წინაშე არსებული საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების განხორციელება.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს