„საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დასახელდა

Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრულ ბანკად დაასახელა.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, საერთაშორისო გამოცემამ მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოების 25-ე ყოველწლიურ ცერემონიას ლონდონში უმასპინძლა.

„ფინანსური ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება, ციფრული ვალუტების განვითარება და კიბერუსაფრთხოების მზარდი მნიშვნელობა ციფრული საბანკო სერვისების სტანდარტებს მუდმივ რეჟიმში განსაზღვრავს. Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების ჯილდო იმ ფინანსური ინსტიტუტების წარმოჩენას ემსახურება, რომლებიც ინოვაციური ციფრული გადაწყვეტებით მოწინავე ადგილს იკავებენ და ინდუსტრიაში ახალ სტანდარტებს აწესებენ“, - განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

როგორც „საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკმა“ ბიზნესებისთვის საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო რეგიონში სხვადასხვა მიღწევის შედეგად მიიღო. მათ შორისაა ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების 30%-იანი ზრდა და ბიზნეს საბანკო ტრანზაქციების 99%-ის სრულად ციფრულად შესრულება; ავტომატიზებული, ციფრული შეთავაზებები ბიზნესისთვის, სატენდერო გარანტიების გაციფრულება, ბიზნეს ანგარიშის ციფრულად გახსნის სიმარტივე; ბიზნეს ინტერნეტ და ბიზნეს მობილბანკის, ასევე სხვა ციფრული პლატფორმების მომხმარებელთა შეფასებები და ა.შ.

„ჩვენთვის დიდი პატივია, ვიყოთ საუკეთესო ციფრული ბანკი ბიზნესებისთვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ შეუფასებელ ძალისხმევას, რათა დავნერგოთ რეგიონსა და მსოფლიოში საუკეთესო ციფრული პროდუქტები და სერვისები. ჩვენი გუნდის 8000-ზე მეტი წევრი მიჰყვება წლების წინ შემუშავებულ სტრატეგიას, რომ ვიყოთ რელევანტური ჩვენი ბიზნეს მომხმარებლების ყოველდღიურ საქმიანობაში, Global Finance-ის ჯილდო კი ამის საუკეთესო აღიარებაა. რაც მთავარია, ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივ რეჟიმში ვიყენებთ ტექნოლოგიურ პროგრესს ბიზნესების გასაძლიერებლად და მათთვის საუკეთესო შესაძლებლობების გასაზიარებლად“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მარკეტინგის, ციფრული საბანკო მომსახურებისა და მომხმარებელთა გამოცდილების მართვის მიმართულების ხელმძღვანელმა ლევან გომშიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ Global Finance-ის დაჯილდოებაზე ჯამში 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დასახელდა, მათ შორის მოიპოვა ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია