კახა კალაძე - არავის აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს - ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა

ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა, დამოკიდებულება, რომ ჩვენ იმის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომ ვიამაყოთ ჩვენი დამოუკიდებლობით, არ უნდა ვისაუბროთ სუვერენიტეტზე და სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი უნდა დაითმოს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არცერთი ქვეყნის წარმომადგენელს იმის უფლება არ აქვს, რომ ქვეყნის საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს.

„ვინც არ უნდა იყოს და რაც არ უნდა პატივსაცემი ადამიანი იყოს, რომელი ქვეყნის ელჩიც, საელჩოც არ უნდა იყოს, არავის აქვს უფლება ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაერიოს. უფრო მეტიც, საარჩევნო კამპანიაში ჩაერიოს. ეს კატეგორიულად მიუღებელია. ეს არც ევროპა და არც ევროპულობა არ არის. ხალხს თავს ნუ ახვევთ, თითქოს ეს არის სწორი. ეს არის ჩვეულებრივი მონობა. არანაირი კავშირი არ აქვს ამას ევროპასთან. ეს არის გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატების მიდგომა, დამოკიდებულება, რომ ჩვენ იმის უფლება არ უნდა გვქონდეს, რომ ვიამაყოთ ჩვენი დამოუკიდებლობით, სუვერენიტეტზე არ უნდა ვისაუბროთ და სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილი უნდა დაითმოს. ამას აქციებიდან პირდაპირ გვეუბნებოდნენ, ხომ წარმოგიდგენიათ? ეს ევროპა და ევროპულობა არ არის. 10 წელი ევროპაში ვიცხოვრე და ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს ევროპულობა და რა არის ის ძირითადი პრინციპები. ერთ-ერთი მეც ვარ, ვისაც ქვეყნის ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ არა ისეთი როგორსაც ელჩი ამბობს, ეს არ არის ევროპულობა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ევროპელი ბიუროკრატების მიერ თავს მოხვეული რაღაცა ვირტუალური სამყარო“, - განაცხადა კალაძემ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია