განათლების სამინისტრო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ სკოლებში შესულ შეტყობინებაზე - სკოლებმა პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს - მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში აცხადებენ, რომ სკოლების ნაწილში ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის შემდეგ, მათ პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს.

როგორც უწყებაში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ.

„თბილისის მასშტაბით რამდენიმე სკოლაში შევიდა შეტყობინება. სკოლებმა შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით იმოქმედეს. სკოლის მოსწავლეებსა და თანამშრომლებს საფრთხე არ ემუქრებათ,“- აცხადებენ განათლების სამინისტროში.

ცნობისთვის, ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინების გამო, თბილისის რამდენიმე სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთი - თბილისის თავისუფალი სკოლის მოსწავლის მშობელმა განუცხადა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე მოსწავლეებს სკოლა, დაახლოებით 1 საათის წინ დაატოვებინეს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს