United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა

United Payment-ი საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც ფინანსურ-ტექნოლოგიურ სერვისებს დიდ ბრიტანეთს, რუმინეთს, აზერბაიჯანს, უზბეკეთს, თურქეთსა და საქართველოს აწვდის.

ქართველი ემიგრანტებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ბიზნეს კომპანიებისთვის, რომლებსაც ფულის მოძრაობა ქვეყნის საზღვრებს გარეთ უწევთ და ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვისაც საერთაშორისო გადარიცხვები ჭირდება, United Payment-მა ახალი შესაძლებლობა შექმნა.

“ჩვენი პარტნიორები არიან მსოფლიოს უმსხვილესი საგადახდო სერვისებისა და ფულადი გზავნილის ფინტექ კომპანიები, პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებს, United Payment-ის ინფრასტრუქტურისა და არხების გამოყენებით, ფულის სწრაფად და იაფად გადარიცხვას სთავაზობენ” - განაცხადა კომპანიის დირექტორმა, ნინო ჭედიამ.

United Payment-ის პარტნიორების პლატფორმებიდან ფულის გაგზავნა 3-ჯერ ნაკლები საკომისიოთი არის შესაძლებელი და რაც მთავარია - თანხა მიმღების საბანკო ანგარიშზე მომენტალურად აისახება.

„აღნიშნული სერვისის დანერგვას საქართველოში და რეგიონში განსაკუთრებლი მნიშვნელობა აქვს, რადგან კომფორტული, იაფი და სწრაფი სერვისები ჩვენი ემიგრანტებისთვისაც ხდება ხელმისაწვდომი და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია. United Payment-ს უდიდესი გლობალური საპარტნიორო ქსელი ჰყავს, რემელიც ჩვენი დახმარებით, საქართველოს ეკოსისტემის ნაწილი ხდება და პირველი ნაბიჯი გადადგმულია!.“ - განაცხადა ნინო ჭედიამ.

(R)

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს