„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატი ქედაში, მამუკა თურმანიძე, მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქედის დელეგატი, აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სოფლების: ბალაძეების, გორგიულის, ჯანისის, ჯალაბაშვილების და ხარაულის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მამუკა თურმანიძემ ისაუბრა „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ, ასევე არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე.

„ქართული ოცნების“ მმართველობის დროს დანდალოს თემში ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურული და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა.შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.მოსახლეობამ დასვა რიგი საკითხები, რომელთა გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად ვიმსჯელეთ.ვაფასებ ჩემი მოქალაქეებისა და ამომრჩევლების მხარდაჭერას. არჩევნებამდე კიდევ უფრო ცოტა დრო დარჩა, მჯერა 26 ოქტომბერს ერთად გავიმარჯვებთ. ჩვენი გუნდის მთავარ მიზანს თავისი მოქალაქეებისთვის მშვიდობიანი და უსაფრთხო გარემოს შექმნა წარმოადგენს. სოფლებში შეიქმნას და განხორციელდეს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების და მოსახლეობის ადგილზე დაკავებას და სოფლის ტრადიციების შენარჩუნებას,“- განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს