გიორგი ძიგუა - მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას

მთავრობის თავმჯდომარისგან, ლევან მგალობლიშვილისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას, - ამის შესახებ იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრმა გიორგი ძიგუამ ჟურნალისტებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, დევნილთა კომპაქტურად ჩასახლების ადგილებში მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება.

„დღევანდელ სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარისგან მივიღეთ დავალება, აქტიურად შეხვდეთ დევნილ მოსახლეობას და ადგილზე შევისწავლოთ ყველა ის საკითხი, რაც მათ წინაშე დგას. შესაბამისად მინისტრის აპარატის ყველა სამსახური, დღეიდან აქტიურად დაიწყებენ მოსახლეობასთან შეხვედრებს. მიღებული ინფორმაციების საფუძველზე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, პრობლემების გადაჭრის მიზნით, მოვახდენთ სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას“, - განაცხადა გიორგი ძიგუამ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ლევან მგალობლიშვილმა მინისტრებს დროებით დევნილ მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე სწრაფი რეაგირება დაავალა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია