გიგა ბოკერია - საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა

საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა, - ამის შესახებ „ფედერალისტების” ლიდერმა გიგა ბოკერიამ, ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისი თქმით, „რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის მიმართ, აუცილებელია, ხმა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ.“

„საქართველოს მთავრობამ ბევრი ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რაც ქვეყანას ევროკავშირს აშორებს. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ არჩევანი არა მონაწილე პოლიტიკურ პარტიებს შორის, არამედ რუსული ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტის, „ქართული ოცნების“ საქართველოს გზიდან მოშორებაზეა.

რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სპექტრის მიმართ, აუცილებელია, ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ. ივანიშვილის რეჟიმი წარმოადგენს ქვეყნის ყველაზე დიდ საფრთხეს და ამაზე მიუთითებს ელჩის განცხადებაც. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ რა განწყობაც არ უნდა ჰქონდეთ მოქალაქეებს იმ პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რომელიც არჩევნებში მონაწილეობს, მაინც მივიდნენ და კუთვნილი ხმა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ დააფიქსირონ”- აღნიშნა გიგა ბოკერიამ, რომლის კომენტარსაც „ფედერალისტების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს