„გორმედი“ - „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი აგრძელებს მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული სამედიცინო სერვისების მიწოდებას

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი სამედიცინო სერვისების შეთავაზებას აგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „გორმედი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კლინიკაში გრძელდება ოფთალმოლოგიური კონსულტაციები თბილისიდან მოწვეულ სპეციალისტთან, ოფთალმოქირურუგ, პროფესორ, მალხაზ ჩიქოვანთან. მალხაზ ჩიქოვანის მიერ, უკვე არაერთი წარმატებული ოპერაცია ჩატარდა, მათ შორის, კატარაქტისა და გლაუკომის ოპერაციები.

აღსანიშნავია, რომ „გორმედის“ ხაშურის ფილიალი მოსახლეობას ოფთალმოლოგიურ კონსულტაციას სააქციო ფასად სთავაზობს, აქციის ფარგლებში კონსულტაცია მოიცავს თვალის სრულ კვლევას, რეფრაქტომეტრიას, მხედველობის სიმახვილის დადგენას, სათვალის შერჩევას, თვალის წნევის გაზომვას და ბიომიკროსკოპიას.

პაციენტების მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე, „გორმედის" ხაშურის ფილიალის გადაწყვეტილებით, პროფესორ მალხაზ ჩიქოვანთან კონსულტაციები ახლა უფრო ხშირად, თვეში რამდენჯერმე ჩატარდება.

„გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ხაშურის ფილიალი ადგილობრივ მოსახლეობას ამიერიდან დერმატო-ვენეროლოგიურ სერვისსაც შესთავაზებს. კონსულტაციებს ჩაატარებს თბილისიდან მოწვეული სპეციალისტი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი, დერმატო-კოსმეტოლოგი, რუსუდან კახიძე. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება სხვადასხვა მანიპულაციები და ოპერაციები, რომლებიც ადგილზევე, კლინიკაში ჩატარდება.

კლინიკის მიზანია, უზრუნველყოს ყველა აუცილებელი სამედიცინო სერვისი ადგილობრივად, რათა პაციენტებს სხვა ქალაქში გადაადგილება საჭირო კონსულტაციების მისაღებად არ მოუწიოთ.

ინფორმაცია დაგეგმილი აქციების განრიგის შესახებ პერიოდულად ახლდება „გორმედის“ სამედიცინო ცენტრის ფეისბუქ გვერდზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს