რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს გენოციდისთვის, რომელსაც 1 წელია ახორციელებს - როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ასევე შეაჩერებენ ნეთანიაჰუსაც

ისრაელის გენოციდის, ოკუპაციისა და შეჭრის ხანგრძლივი პოლიტიკა უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ, “ისრაელის მკვლელმა მთავრობამ ღაზასა და ლიბანში ათიათასობით ადამიანი დახოცა”.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ისრაელი ადრე თუ გვიან გადაიხდის საფასურს ამ გენოციდისთვის, რომელსაც ის ერთი წელია ახორციელებს და ახლაც გრძელდება“, - აცხადებს ერდოღანი.

ის ნეთანიაჰუს ადოლფ ჰიტლერს ადარებს და აცხადებს, რომ ისრაელი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის მხარდაჭერას.

„როგორც ჰიტლერი შეაჩერა კაცობრიობის საერთო ალიანსმა, ნეთანიაჰუს და მისი მკვლელობის ქსელსაც ასევე შეაჩერებენ. თურქეთი გააგრძელებს ისრაელის მთავრობასთან დაპირისპირებას, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს და მოვუწოდებთ მსოფლიოს, დაიკავოს ეს საპატიო პოზიცია“, - წერს ერდოღანი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს