„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ლანჩხუთის სოფლებში აგრძელებს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, პარტიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, პარტიის სხვა წევრებთან ერთად, სუფსასა და ახალსოფელში მოსახლეობას შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე ისაუბრეს „ქართული ოცნების" გუნდის მიერ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე.

„დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის განახლებისა და გაზიფიცირების სამუშაოები, აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და საზოგადოებრივი ცენტრი; მიმდინარეობს სამუსიკო სკოლის მშენებლობა და დაგეგმილი გვაქვს საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია. მჯერა, ლანჩხუთი ღირსეულ არჩევანს გააკეთებს და ხმას მისცემს მშვიდობას, კეთილდღეობას, მუნიციპალიტეტის განვითარებას, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას და ევროპულ მომავალს. მადლობას გიხდით თითოეულს მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება